ესპანეთის ნაკრები გამოეთიშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს

რუსეთში გაიმართა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მასპინძელმა, რუსეთის ნაკრებმა, მერვედფინალში სძლია ესპანეთის გუნდს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიტანა. პენალტებით, ანგარიშით, 4:3 რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.