წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის ნამწვის, CO-ის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი, დედა-შვილი მოიწამლა რუსთავში, რუსთაველის ქუჩის 37 ნომერში.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავში გაზით მოიწამლა ორი ადამიანი
ექიმების განცხადებით, ორივე მოწამლული გადარჩა. მათ ადგილზე ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ჰოსპიტალიზება აღარ გახდა საჭირო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.