9 ივლისს თურქეთში უქმდება საგანგებო ვითარების რეჟიმი

9 ივლისს თურქეთში უქმდება საგანგებო ვითარების რეჟიმი. როგროც საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. ანკარამ საგანგებო ვითარების რეჟიმი დააწესა 2016 წლის ივლისში, სამხედროების მიერ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. გადატრიალების ორგანიზებაში ასევე ბრალი ედება თურქ სასულიერო მოღვაწეს, ფეთულა გიულენს. ის აშშ-ში ცხოვრობს. გიულენი უარყოფს ბრალდებებს. ამბოხების შემდეგ რეპრესირებული იქნა გადატრიალებასთან და გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ათიათასობით ადამიანი.