საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 28 წლის პაატა არაქელოვი. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის დარღვევა. სოფელი ახრისი ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება. ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი.“