ევროკავშირის რეგულაცია სამშენებლო მასალების შესახებ 2022 წლიდან ამოქმედდება

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოს სამშენებლო ბიზნესს შეახსენებს, რომ 2022 წლიდან ძალაში შედის ევროკავშირის რეგულაცია სამშენებლო მასალების შესახებ. ამ ცვლილების შესახებ G4G-მ სპეციალური ვიდეოკლიპი მოამზადა.

სამშენებლო მასალების რეგულაციის ამოქმედებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA).