იუწყებიან, რომ, ტაილანდში მღვიმიდან ამოიყვანეს 12-დან ორი ბიჭი

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტაილანდში მაშველებმა უკვე ამოიყვანეს ორი იმ 12 ბიჭიდან, რომლებიც ჩარჩენილი არიან ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულში. ამ ცნობას ავრცელებს Sky News-ი, ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ბიჭები თავიდან გამოქვაბულთან ახლოს, საველე ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი ვერტმფრენით წაიყვანეს ჩიანგრაის საქალაქო საავადმყოფოში. ტელეარხს წყაროები ეუბნებიან, რომ გამოქვაბულიდან გასასვლელად კიდევ ორი ბიჭი ემზადება.