გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ტრამპის ბრალდებებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს 2024 წლისთვის გაზრდის 80 პროცენტით. მაასი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას და კრიტიკას, რომ რუსეთს „მილიარდ დოლარიან“ პროექტზე, ბუნებრივი აირის მილსადენის გარშემო ურიგდება და ამ დროს აშშ-სგან მოელის რუსეთისგან დაცვასო. მაასის თქმით, მისი ქვეყანას ნატოში ჯარის რაოდენობის მიხედვით მეორე ქვეყანაა. აშშ-თან ერთად მხოლოდ ჩვენს ქვეყანას აქვს ალიანსის შტაბი ულმში, რომელიც მზადდება, თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. გერმანიამ, მინისტრის თანახმად, გაზარდა თავდაცვითი ხარჯები, თუმცა მიზნად დასახული, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტისთვის არ მიუღწევია. გერმანია თავდაცვის ხარჯებს 2024 წლისთვის, 2014-თან შერებით, 80 პროცენტთ გაზრდის, განაცხადა მაასმა ბრიუსელში. ეს არის მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს. ჰაიკო მაასმა თქვა ასევე, რომ ჩვენ არ ვართ არც რუსეთის, ან აშშ-ის ტყვე, ჩვენ ვართ თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გარანტი და ასეთიც დავრჩებით.