პაკისტანში 70-ს გადააჭარბა თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვმა

პაკისტანში სულ მცირე 74-მდე გაიზარდა 25 ივლისს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული ორი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი. დაღუპულებს შორისაა დეპუტატობის კანდიდატი, სირაი რაისანიც, დაჭრილია 150-ზე მეტი პირი. პოლიციის განცხადებით, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან. 13 ივლისს უფრო ადრე სულ მცირე ოთხი ადამიანი დაღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც სხვა კანდიდატი იყო. პოლიცია ამბობს, რომ თავდასხმა იყო საცხოვრისის და შრომის ყოფილი მინისტრის, აკრამ ხან დურანის მანქანების კოლონაზე. დურანი უვნებლად გადაურჩა აფეთქებას.