ბელგიის ნაკრები მესამე ადგილს დაეუფლა

ბელგიის ნაკრებმა ანგარიშით 2-0 დაამარცხა ინგლისის საფეხბურთო ნაკრები და ისტორიაში პირველად დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს. გამარჯვების გოლები გაიტანეს თომას მენიემ და ედენ ჰაზრადმა. 15 ივლისს მოსკოვის ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართება ფეხბურთში მსოფლიო 21-ე ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის.