ომი, ფეხბურთი, პროტესტი

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე რუსული კარავია გაშლილი. კედლებზე რუსული ოკუპაციის ნაკვალევი - ჭურვის ნატეხი, საქართველოს სამფეროვანი, ნატყვიარი დროშა და აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცის სამხედრო ფორმა კიდია. „თამაში ჰინომის ველზე“ ასე ჰქვია ინსტალაციას, რომლის ავტორიც ხელოვანი შოთიკო აფციაურია. მისი გამოფენა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უკავშირდება. ფინალს, რომელიც რუსეთში იმართება, ქვეყანაში რომელიც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა, მცოცავი ოკუპაცია კი დღემდე გრძელდება. შოთიკო აფციაურის გამოფენა აერთიანებს ერგნეთის „ომის მუზეუმიდან“ ჩამოტანილ ექსპონატებს. ნივთებს დაბომბილი სოფლებიდან ლია ჩლაჩიძემ მოუყარა თავი საკუთარ მარანში გახსნილ მუზეუმში.