მაშველებმა თეთნულდზე დაღუპული უკრაინელის ცხედარი ამოიტანეს

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა ​დაასრულეს თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია. მასში მონაწილეობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თეთნულდზე ორი უკრაინელი ტურისტი გასულ კვირაში დაიკარგა. ისინი ჩამორჩნენ 8 წევრიან ჯუფს, რომელიც ზღვის დონიდან 4200 მეტრზე​ იმყოფებოდა. 19 ივლისს მაშველებმა ერთი უკრაინელი ტურისტი უვნებლად გამოიყვანეს, დაღუპულის ცხედრის ამოტანა კი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დღემდე ვერ ხერხდებოდა.