უცხოელი სტუდენტები საქართველოში
Your browser doesn’t support HTML5
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 10074 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ირჩევს. რადიო თავისუფლების რესპონდენტი უცხოელი სტუდენტების თქმით, საქართველოში სწავლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ცხოვრებაც სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია.