პეკინში ამერიკის საელჩოსთან მცირე აფეთქება მოხდა

პეკინის პოლიციის ცნობით, მცირე აფეთქება მოაწყვეს ჩინეთის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოსთან, შენობის გარეთ. 26 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებაში, ჩანს, უნდა იყოს ჩინეთის ცენტრალური, შიდა მონღოლეთის რეგიონიდან. მან ხელი დაიზიანა, სხვა არავინ დაშავებულა. აფეთქების მომწყობი საავადმყოფოში მოათავსეს. საელჩოს განცხადებით, აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით 13 საათზე.