ბალტიის ზღვის პოლონეთის სანაპიროზე პლიაჟები დახურეს წყალში ბაქტერიის გამრავლების გამო

პოლონეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა 50-მდე პლაჟი ბალტიის ზღვის სანაპიროზე უჩვეულო სიცხის შედეგად გავრცელებული მომწამვლელი ბაქტერიის გამო. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ თანახმად, დამსვენებლებს ურჩევენ, ნუ ჩავლენ წყალში სვინოუისტიადან გდინიამდე, სადაც გამრავლდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ციანბაქტერიები. უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ, 34 გრადუსმა გამოიწვია ჩვეულებრივ გრილ ზღვის წყალში ბაქტერიის გამრავლება, რაც ბოლო 12 წელიწადში პირველი ასეთი შემთხვევაა.