სასამართლომ ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა

ბექა წიქარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე მუხლს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

წიქარიშვილი 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასთან ერთად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ (173-ე მუხლი), თუმცა სასამართლომ ის ამ ნაწილში გაამართლა.

წიქარიშვილი 2018 წლის 12 მაისის ღამეს, კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.