საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი დაასახელა. მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით და მას დღესვე გაეგზავნება შესაბამისი დადგენილება. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა გიორგი მარგველაშვილს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მარგველაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.