ლინას ლინკევიჩიუსი: „ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“

„ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“, - ქართულ ენაზე, ასრულებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ვიდეო მიმართვას, რომელიც მან თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. ის რუსეთ-საქართველოს ომის ათიწლისთავს ეხმაურება.

„10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. შეუძლებელია ომის ჭრილობების განკურნება. ძალიან ძნელია სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს ზურგს უმაგრებს და მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. ლიტველები მხარს უჭერენ საქართველოს“, - აღნიშნავს ლინას ლინკევიჩიუსი თავის ვიდეომიმართვაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის ათიწლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეწვევიან ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე პრემიერი.