პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დამატებული ღირებლების გადასახადის გაზრდის კანონს, რომლის თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქონლის დამატებული ღირებულების გადასახადი 18-დან 20-პროცენტამდე გაიზრდება. მთავრობის გადაწყვეტილება, გაეზარდა ეს გადასახადი, ისევე, როგორც საპენსიო ასაკი, მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას რეიტინგი, კანონზე ხელის მოწერის შემდეგ 16 პროცენტით დაეცა. ეს მონაცემი ეკუთვნის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრს.