შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

შალვა ნათელაშვილი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. ის ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა. ერთ-ერთი მათგანის, მიხეილ ქუმსიშვილის შეფასებით, ნათელაშვილი არის კანდიდატი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. პრეზიდენტის არჩევნები წელს, 28 ოქტომბერს გაიმართება. ნათელაშვილს ჯერ კიდევ 2017 წელს, დეკემბერში აქვს ნათქვამი, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რათა ხალხს დაუბრუნოს „დაკარგული დემოკრატია“-