კომერციულ ბაზარზე ლარი დოლართან მიმართებით სულ მცირე 10 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს კერძო ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამერიკული დოლარის ფასი დაახლოებით 10-15 თეთრით მეტია ეროვნული ბანკის ამ დრომდე მოქმედ ოფიციალურ კურსზე. შუადღის შემდეგ, ბანკებში ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 2,62 ლარად იყიდება, ხოლო გადამცვლელ პუნქტებში 2,55 ლარს აჭარბებს. 15 საათისთვის, „ბლუმბერგის“ კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2,56 ლარი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი 17 საათისთვის გამოაქვეყნებს ახალ, ოფიციალურ გაცვლით კურსს, რომელიც ძალაში შევა 11 აგვისტოს. 10 აგვისტოს ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 46 თეთრი ღირს.