აჭარაში დღეს შტორმს ელიან

ბათუმი

ზღვისპირეთში დღეს 4 - ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს. აჭარაში წუელაც უამინდობა იყო, თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არც ერთი შეტყობინება არ შესულა