თუშეთის მიმართულებით მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ. ინტენსიური წვიმის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა 10 აგვისტოს შემდეგ შეიზღუდა.