რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებით 68 რუბლს გადააჭარბა. ბოლოს ასეთი კურსი 2016 წლის აპრილში დაფიქსირდა. რუბლის გაუფასურების ახალი ეტაპი გასულ კვირაში დაიწყო. მოსკოვის ბირჟაზე კვირის ბოლო, 10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 67 რუბლი შეადგინა. რუსეთის ბანკის ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურების ძირითად მიზეზად ასახელებენ ამერიკულ დოლართან მიმართებით თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის კურსის ვარდნას.