გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 18 აგვისტოს შეხვდება. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის ინფორმაციით, მოლაპარაკება ბერლინთან მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში, მეზებერგის სასახლეში გაიმართება. მერკელის და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგშია ომი სირიაში, შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში და ენერგეტიკის საკითხები. გერმანიის ფედერალური კანცლერის და რუსეთის პრეზიდენტის წინა შეხვედრა 2018 წლის მაისში, სოჭიში გაიმართა.
მერკელი პუტინს გერმანიაში უმასპინძლებს
ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2018 წლის 18 მაისი