15 საათისთვის საქართველოს ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 66 თეთრი ღირს, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2 ლარი და 61 თეთრი. ორი საათით ადრე ამერიკული დოლარი დაახლოებით 3-5 თეთრით ნაკლები ღირდა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 15 საათისთვის ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარს და 60 თეთრს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური, 13 აგვისტოს კურსით, ამერიკული დოლარის ფასი 2,5339 ლარია. 14 აგვისტოს ოფიციალური კურსი ცნობილი გახდება 16 საათის შემდეგ. ლარის კურსის ამჟამინდელი ვარდნა გასულ კვირაში დაიწყო, რასაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უკავშირებენ თურქული ლირის და რუსული რუბლის გაუფასურებას.