ვანო მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვამო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს-განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილმა. მან ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა და კონკრეტულად მისგან მოისმინა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ.

ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს საღამოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა, კერძოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუმწვავდა სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვა უჭირდა.

ადვოკატ სტეფანე თუმანიშვილის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ხვალ და ზეგ მას სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც მოინახულებენ ექიმები და საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებისთვის კვლავ გადაიყვანენ კლინიკაში.

Your browser doesn’t support HTML5

თინა ბოკუჩავას კომენტარი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე