"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

საქართველოში 2018 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე 1,9%-ითაა შემცირებული და 12,1%-ს შეადგენს-ამის შესახებ განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. მისი განმარტებით, უმუშევრობის შემცირება დიდწილად სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება. მაჩვენებელის გაუმჯობესება ძირითადად მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული.

„კვარტალური მონაცემები ასაკობრივ ჭრილს არ გვიჩვენებს, თუმცა წლიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, უმუშევრობის მაჩვენებელი არის 15-24 წლის ასაკში, ხოლო რაც შეეხევა 65 წლის და ზემოთ ასაკის მიხედვით მოსახლეობას, ამ ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია, რაც სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული.“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 64 პროცენტი შეადგინა.