ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთში უქმეებზე ოჯახში ჩასული ახალწვეული სავარაუდოდ შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა. 23 წლის ჯარისკაცს თანასოფლელმა სანადირო იარაღიდან ესროლა. გავრცელებული ცნობით, იგი გარეულ ცხოველს ჩაუსაფრდა და შეცდომით ახალგაზრდა მამაკაცს მოარტყა. დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილი ჯარისკაცი მე-13 ბატალიონში მსახურობდა. შემთხვევა ტყესთან ახლოს, ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.