როგორ ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის“ მრავალმილიონიანი ღირებულების პროგრამა

აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი

აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი თბილისში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს“ საგანმანათლებლო პროექტების შედეგებს ეცნობა.22 აგვისტოს იგი ახლად გახსნილ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრა, რომელიც პროექტის„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა.

ოთხ დღიანი ვიზიტისას სინტია ჰუგერი საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება და მათთან საგანმანათლებლო სფეროში 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამების განხორციელების მსვლელობას განიხილავს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლებს რეგიონებში.