ანგელა მერკელი: საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა

გერმანული გამოცემის "რაინიშე პოსტის" ჟურნალისტის შეკითხვას - გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ანგელა მერკელმა უპასუხა:

"საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან ბევრმა თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა გერმანიას. მაგრამ, მოგვიანებით შემცირდა მათი რაოდენობა და კიდევ უფრო შემცირდება."