უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი კიევში

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სამხედრო აღლუმში, რომელიც კიევის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 4500-მა ჯარისკაცმა. აღლუმზე გაიყვანეს 250 ერთეული სამხედრო ტექნიკა. აღლუმზე წარდგენილი იყო არა მარტო მოქმედი ტექნიკა, არამედ თვითმავალი საარტილერიო დანადგარის „ბოგდანის“ გაუმჯობესებული მოდელი და უახლესი ფრთოსანი რაკეტები. პირველად ბოლო წლების განმავლობაში აღლუმში მონაწილეობდა სამხედრო ავიაციაც. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს 18 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლებმა. უკრაინამ 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.