ანაკლიაში ფესტივალის მონაწილე გარდაიცვალა

ანაკლიაში, ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა, მეორე კი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ფესტივალის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს; უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილია ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. რეფერალური ჰოსპიტლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალგაზრდას, "დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი აღენიშნებოდა". მისი თქმით, მკურნალობის შედეგად პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალი - ECHOWAVES დაიწყო 23 აგვისტოს და 26 აგვისტოს დასრულდება.

Your browser doesn’t support HTML5

ანაკლიაში ფესტივალის მონაწილე გარდაიცვალა