უშგულში კოშკიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

სვანეთი

უშგულში რამდენიმე საათის წინ კოშკიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ახალგაზრდა უკვე გადმოიყვანა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მამაკაცს, სავარაუდოდ, ხერხემალი აქვს დაზიანებული.