გარდაიცვალა ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი ნილ საიმონი

ნიუ-იორკში 91 წლის ასაკაში გარდაიცვალა ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი ნილ საიმონი. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა პნევმონიით გამოწვეული გართულება. ნილ საიმონი ავტორია კომედიისა „უცნაური წყვილი“ (The Odd Couple), „ფეხშიშველა პარკში“ (Barefoot in the Park) და „ბრაიტონ ბიჩი“ (Brighton Beach). მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საიმონი ამერიკული თეატრის ერთ-ერთ წარმატებულ დრამატურგად ითვლებოდა. მას ოთხჯერ აქვს მიღებული პრესტიჟული „ტონის“ პრემია, ასევე პულიტცერის პრემია და სხვა ჯილდოები. მის სახელს ატარებს ბროდვეის ერთ-ერთი თეატრი.