კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომის თხოვნით ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თანახმად, თამარ ჟვანიას დავით ფეტვიაშვილის მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. მის განცხადებას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს.

გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" 27 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციებს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი აკომპლექტებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ფაქტს შეისწავლიან და დარღვევებს, აღმოჩენის შემთხვევაში, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.