ანაკლიაში ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამ ბრალდებულს,ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის. დაკავებულები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES’’-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაასაღეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით.