12 ქართველი ტყვე „დულაგი 100“-ში - ვეტერანთა სამსახურმა სია გამოაქვეყნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა „დულაგი100-ში“, ნაცისტურ ტყვეთა ბანაკში დაღუპული ქართველი ტყვეების სია გამოაქვეყნა. სია რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაცისტურ ტყვეთა ბანაკში 1941-44 წლებში დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. სიაში სულ 1067 სამხედრო მოსამსახურეა, მათგან საქართველოს მოქალაქე 12-ია.

1907 წელს დაბადებული ლეონ ათოშვილი გორიდან;

1906 წელს დაბადებული ნეშენ კალენჯანი, გაგრის რაიონიდან;

1919 წელს დაბადებული გიორგი ქანთარია ზუგდიდიდან;

1921 წელს დაბადებული ივანე კვერეხაძე ვანის რაიონიდან;

1919 წელს დაბადებული ილია კაჭლამაზაშვილი ქვემო დოგვიდან;

1904 წელს დაბარებული ჩიტა მერნამიძე გორიდან;

1924 წელს დაბადებული პეტრე მიკოშვილი ასპინძის რაიონიდან;

1914 წელს დაბადებული ტეგატაშვილი დავითი, გორიდან;

1921 წელს დაბადებული მიხეილ ჩაბაჩუნინი, ორჯონიკიძის რაიონიდან;

1900 წელს დაბადებული ჩიხლაძე თბილისიდან;

1919 წელს დაბადებული ეფიმ შაპიაშვილი ბორჩადან;

1919 წელს დაბადებული იუნ შაპიაშვილი ბორჯომიდან.