პოროშენკო მზადაა, გააუქმოს ხელშეკრულება რუსეთთან მეგობრობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზად არის გააუქმოს ხელშეკრულება რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. ეს განცხადება მან ტვიტერით გაავრცელა. პოროშენკოს თქმთ, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა ხელშეკრულების გაუქმების პროცესისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, მოსკოვის ბრალია ის, რომ ხელშეკრულება „უკვე დიდი ხანია ანაქრონიზმად იქცა“. რუსეთმა და უკრაინამ 1997 წელს მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. ორმა ქვეყანამ ოფიციალურად აღიარა ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრები, მხარი დაუჭირა ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინაში უკვე ბევრჯერ გამოვიდნენ მოწოდებით ხელშეკრულების გაუქმებისაკენ.