დონალდ ტრამპი „გუგლს“ ადანაშაულებს მასზე ძირითადად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა„გუგლი“ დაადანაშაულა იმის გამო, რომკომპანია საძიებო სისტემის ფალსიფიცირებით ინტერნეტში ძირითადად ნეგატიური ინფორმაციებს ავრცელებს პრეზიდენტისა და „სხვების“ შესახებ. სამშაბათს ტვიტერით გავრცელებული მესიჯის თანახმად, ტრამპის აზრით, გუგლის საძიებელ სისტემაში 96 %-ით „გამოგონილი ამბებია“ (“Fake News Media“) წარმოდგენილი. ტრამპი კომპანიის საძიებელ სისტემას ადანაშაულებს იმის გამო, რომ იგი „ახშობს კონსერვატორების ხმას“ და მალავს „პოზიტიურ ინფორმაციებს“. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს „გაერკვეს ამ პრობლემაში.“ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ლარი კუდლოვმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ ადმინისტრაცია სწავლობს, უნდა არეგულიროს თუ არა მთავრობამ „გუგლის“ საძიებო სისტემა. კომპანია „გუგლმა“ უარყო მოსაზრება პოლიტიკური ფავორიტიზმით საძიებო სისტემის ადაპტირების შესახებ. „როდესაც მომხმარებელი გუგლის საძიებო სისტემაში შესვლას ითხოვს, ჩვენს მიზანს წარმოადგენს ის, რომ წამების განმავლობაში მან ყველაზე უფრო რელევანტური პასუხები მიიღოს“, - ნათქვამია კომპანია „გუგლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განვლილ ოქტომბერში დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაარიტიკა წამყვანი ამერიკული მედიასაშაულებები, რომლებიც მასზე ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ. ამავე მიზეზით აშშ-ის პრეზიდენტმა „ხალხის მტრებად“ არაერთხელ მოიხსენია ნიუ-იორკ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, სი-ენ-ენი, ეი-ბი-სი და სხვა წამყვანი მედიასაშუალება.