ევროპარლამენტმა მწვანე შუქი მისცა კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას

ევროპის პარლამენტმა მწვანე შუქი მისცა ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებების დაწყებას კოსოვოს მოქალაქეთათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. კენჭისყრაში, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართა, მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა 30-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 10, ორმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა დღეს დაამტკიცა მოლაპარაკებებში მონაწილე პარლამენტართა ჯგუფის შემადგენლობა.

როგორც ვარაუდობენ, ევროპარლამენტის წევრები მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილებას ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე. მაგრამ პროცესი უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ევროკავშირის საბჭოში. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა, კერძოდ საფრანგეთი და ნიდერლანდი, თავს იკავებს კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ამ საკითხს 17 სექტემბერს განიხილავენ.