უეფას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლუკა მოდრიჩი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. მონაკოში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე პოზიციების მიხედვით პრიზები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი („რეალი")

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი („რეალი")

საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი („რეალი")

საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი")

2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლუკა მოდრიჩი, რომელმაც აჯობა უმთავრეს კონკურენტებს - კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს.