"ოსკარზე" საქართველო ზაზა ხალვაშის "ნამეს" წარადგენს

ოსკარის დაჯილდოვებაზე უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოავლინა. კომისიამ ზაზა ხალვაშის „ნამე" შეარჩია 6 ფილმს შორის.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვება 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.