გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი დაარბიეს

საბავშვო ბაღში განადგურებულია ინვენტარის ნაწილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. დილით სამსახურში მისულ აღმზრდელებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ, თუმცა განადგურებულია ინვენტარის ნაწილი.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც რადიო თავისუფლებას შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.