ზაზა სარალიძე აქციაზე დაბრუნებას აპირებს

ზაზა სარალიძე აქციაზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი ზაზა სარალიძე „თავს მხნედ გრძნობს“ და ცოტა ხანში მათ შეუერთდება. „მას გადასხმებს უტარებენ და ვიტამინებს აძლევენ“, გამოაცხადა აქციის მონაწილემ.

სარალიძე მეორე დღეა შიმშილობს, ის ცუდად გახდა პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ. ინციდენტი გამოიწვია იმან, რომ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ მხარდამჭერებს პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.