დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება არჩევნებში გარედან ჩარევის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს იმ უცხოელების დასჯას, რომლებიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევიან. მაგრამ დემოკრატმა სენატორებმა და რამდენიმე რესპუბლიკელმა მალევე განაცხადეს, რომ ძალისხმევა საკმარისი არ არის. ეროვნული უშიშიროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, საპრეზიდენტო განკარგულება ავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს, შეიმუშაონ შესაბამისი სანქციები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას, აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებთან დაშვების გამკაცრებას და მოგაზურობაზე შეზღუდვების დაწესებას. დახურულ კარს მიღმა 12 სექტემბერს ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულების მიუხედავად, არ წყდება კრიტიკა დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ იმის გამო, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ ბრალდებების მიუხედავად, თეთრი სახლი ჯეროვნად არ აფასებს აშშ-ის არჩევნების წინააღმდეგ მიმართულ, განსაკურებით რუსეთისგან მომავალ საფრთხეს. აშშ-ის სამხედრო და სამართალდამცველი უწყებები შიშობენ, რომ 6 ნოემბრისათვის დაგეგმილი კონგრესის არჩევნებს შესაძლოა ასევე ემუქრებოდეს გარედან ჩარევის საფრთხე. არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ძალა მოიპოვებს კონტროლს კონგრესზე.