ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კოსოვოსთან სავიზო ლიბერალიზების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას

ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კოსოვოსთან სავიზო ლიბერალიზების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ევროკომისიასა და პრიშტინას შორის. 13 სექტემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 420-მა კანონმდებელმა, 197-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 22-მა თავი შეიკავა. როგორც ევროპარლამენტის წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას, ამ იდეას განსაკუთებით ეწინააღმდეგებიან საფრანგეთი და ნიდერლანდი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ამ სკითხის გარშემო პირველ შეხვედრას 17 სექტემბერს გამართავენ. თუ სავიზო შეთანხმებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის ორივე ინსტიტუტი მაშინ კოსოვოს მოქალაქეები 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ ევროკავშირის შიგნით მოგზაურობას. შეთანხმება არ ვრცელდება ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. მაგრამ მოიცავს არაევროკავშირის ქვეყნებსაც: ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და შვეიცარიას.