თბილისის მერია ღამის ეკონომიკის კვლევისთვის ტენდერს აცხადებს

თბილისის მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 172 616 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთხოება. ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად თბილისის მერმა კახი კალაძემ სერგი გვარჯალაძე 2018 წლის მარტში წარადგინა.