გარდაიცვალა ვიეტნამის პრეზიდენტი

ჩან დაი კუანგი

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი. სააგენტო Reuters-ი ვიეტნამის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტი კუანგი მძიმე ავადმყოფობის შედეგად დღეს დილით გარდაიცვალა ჰანოის სამხედრო პოსპიტალში. ვიეტნამის პარლამენტმა ჩან დაი კუანგი პრეზიდენტად 2016 წლის აპრილში აირჩია. მანამდე ის ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს, რომელსაც ადგილობრივი აქტივისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრების და დევნის გამო.