ავღანეთში 15 ადამიანი დაიღუპა საგზაო შემთხვევის შედეგად

დასავლეთ ავღანეთის რეგიონული ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა და 30-ი დაშავდა 21 სექტემბერს ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად. დაღუპულთა შორის სამი ქალი და ორი ბავშვია. მაგისტრალი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ქალაქ ჰერათს დედაქალაქ ქაბულთან აკავშირებს. პროვინცია ფარას წარმომადგენლის, ნასირ მეჰრის თანახმად, ავტობუსს მგზავრები ჰერათის პროვინციიდან ყანდაარისკენ გადაჰყავდა. ავარიის მიზეზად ავტობუსის მძღოლის მიერ სიჩქარის სავარაუდო გადაჭარბება სახელდება.