საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

ამხანაგური მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჰამბურგში 24 სექტემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში გერმანიის ნაკრებს მოუგო - 4:2. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 3:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს.

25 სექტემბერს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.